პროგრამა Paint-ში შესრულებული ნახატების
გამოფენა-კონკურსი
კონკურსის სახელწოდება
- ,,ჩვენ გვიყვარს Paint-ი“ (V კლასი)
კონკურსის მიზანი - მოსწავლეები გაეცნონ პროგრამა
Paint-ს, მის ინსტრუმენტებს. შექმნან ნებისმიერი შინაარსის ნახატი მათი ასაკის შესაბამისად.
განუვითარდეთ შემოქმედებითი უნარი ისტ-ის გამოყენებით.
სტანდარტთან შესაბამისობა
- ის ტექნ. V.4, ის ტექნ. V.6.
კონკურსის მსვლელობა - კონკურსი გაიმართა სამ პარალელ კლასს შორის. მოსწავლეებმა
წინასწარ შეასრულეს სხვადასხვა შინაარსის ნახატები პროგრამა Paint-ში. ნახატების ჩვენება
ხდებოდა სლაიდშოუს საშუალებით. კონკურსის დასაწყისში ერთმა
მოსწავლემ გააკეთა პრეზენტაცია, საიდანაც მსმენელს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია
Paint-ის შესახებ. აღწერა მისი ფანჯარა და ინსტრუმენტები; გამოფენას უძღვებოდა მასწავლებელი.
მოსწავლეთა ნახატებს აფასებდა სპეციალური ჟიური (ხუთი წევრის შემადგენლობით). შეფასება
ხდებოდა 8,9,10 ქულიანი სისტემით. გამოფენა-კონკურსი გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით;
გამოვლინდა ,,საუკეთესო
კომპიუტერული ნახატი“ და პროგრამა Paint-ის ,,საუკეთესო პრეზენტატორი“. გამარჯვებული
მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით და წამახალისებელი პრიზებით. სიგელი კონკურსში
მონაწილეობისათვის გადაეცა ყველა მოსწავლეს.
შედეგი - გრაფიკულ რედაქტორთან მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება, გემოვნების უნარჩვევების გამომუშავება, ფერების სწორი აღქმა, მოსწავლეთა განსაკუთრებული
სიყვარული და ინტერესი პროგრამა Paint-ის მიმართ.
მოსწავლეების
მიერ შესრულებული ნახატები:
http://www.slideshare.net/nanakoridze/paint-28968393
საუკეთესო კომპიუტერული ნახატი
საუკეთესო კომპიუტერული ნახატი
კონკურსის ამსახველი ფოტომასალა