Friday, 6 December 2013


                                              გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
კომპიუტერის შესაძლებლობების დემონსტრირება
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური, VI კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
28
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე შეძლებს ისტ-ის საშუალებების ეფექტურად გამოყენებას. მოახდენს კომპიუტერის შესაძლებლობების დემონსტრირებას და წარმატებულად გამოიყენებს მას თანამედროვე საზოგადოებრივ ყოვედღიურ საქმიანობაში. ის მიხვდება, რომ კომპიუტერი არ არის მხოლოდ ,,საბეჭდი მანქანა“, არამედ მას აქვს მრავალმხრივი ფუნქციები და გამოიყენება როგორც:   რედაქტირების საშუალება;  დიზაინერი;  სარეკლამო საშუალება; მასწავლებელი; კომუნიკაციის საშუალება
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლე
  • ახდენს ისტ-ის საშუალებების მარჯვედ მოხმარების დემონსტრირებას. იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას და იღებს ინფორმაციას. ამოიცნობს და ასახელებს ისტ-ის საშუალებებს და მათზე საუბრისას იყენებს სწორ ტერმინოლოგიას.
  • იყენებს საგანმანათლებლო პროგრამებს, ნახატებს, ინტერნეტს. ქმნის მისი ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაფერის ნამუშევარს.
  • ახდენს ინფორმაციის მოპოვებას, კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით. ეფექტიანად იყენებს საძიებო სისტემის შესაძლებლობებს. ახდენს ცოდნის გაღრმავებას, ინტერესების და მისწრაფებების განხორციელებას.

წინასწარი ცოდნა
მოსწავლეს უნდა ჰქონდეს გამომუშავებული კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები, კარგად იყენებდეს შეტანა-გამოტანის მოწყობილობებს. უნდა იცოდეს ტექსტურ და გრაფიკულ რედაქტორში მუშაობა და  მუშაობდეს ინტერნეტში.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან შეფასების რუბრიკით
საგანმანათლებლო რესურსები
კომპიუტერი, პროექტორი, ვიდეომასალა
გაკვეთილის მსვლელობა  (ძირითადი აქტივობები)
საორგანიზაციო საკითხები - 2 წთ
A ფაზა - 5  წთ
  • გამოკითხვა კომპიუტერის წარმოშობის შესახებ. მისი დანიშნულება. ვიდეომასალის ჩვენება ,,კომპიუტერის ისტორია“

B ფაზა - 18 წთ

  •              მასწავლებელი სათითაოდ ყველა მოსწავლეს ურიგებს ფურცელზე დაბეჭდილ მოკლე დავალებას. მოსწავლეები ამ დავალებას ასრულებენ  ტექსტურ რედაქტორში (Word). ახდენენ დოკუმენტის რედაქტირებას და ფორმატირებას. (მუშაობს მთელი კლასი)
  •            ამის შემდეგ კლასი მუშაობს საპრეზენტაციო პროგრამაში Microsoft Office PowerPoint-ი (დავალება ,,ჩემი სკოლა“).

C ფაზა - 18 წთ

  • მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ინტერნეტში განთავსებულ რამდენიმე ვიდეორგოლს, რითაც მოსწავლეები რწმუნდებიან, რომ კომპიუტერი გამოიყენება როგორც რეკლამისა და პიარის საშუალება.

  •            მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ინფორმაციას Windows-ის შესახებ და ამ ინფორმაციას გადაუგზავნიან მასწავლებელს ელექტრონულ ფოსტაზე.

შეჯამება - 2 წთ.



გაკვეთილის შეფასების რუბრიკა

შეფასების კრიტერიუმი
დაბალი
საშუალო
კარგი
საუკეთესო
Word და Microsoft Office PowerPoint-ში შესრულებული დავალება
დავალების ფორმატი ართულებს მასალის აღქმას
      (0 ქულა)
დავალების ფორმატი გააზრებულია, მაგრამ ხელს არ უწყობს მასალის აღქმას
        (1 ქულა)
დავალების ფორმატი კარგადაა გააზრებული და ხელს უწყობს მასალის აღქმას
     (2 ქულა)
დავალების ფორმატი მრავალფეროვანია, ხელს უწყობს მასალის აღქმას და შეესაბამება შინაარსს
          (2,5 ქულა)
ორიგინალობა
მასალა არ არის ორიგინალური და არაადეკვატურადაა შერჩეული
      (0 ქულა)
მასალა არ არის ორიგინალური, თუმცა ადეკვატურადაა შერჩეული
      (5 ქულა)
მასალის უდიდესი ნაწილი ორიგინალურია და შეესაბამება თემატიკას
     (2 ქულა)
მასალა ძირითადად ორიგინალურია, მასში ჩანს ავტორის შემოქმედებითობა. შინაარსი გადმოცემულია საინტერესო და უნიკალური ხერხით
            (2,5  ქულა)
დავალებასთან შესაბამისობა
საერთოდ არ შეესაბამება დავალებას
        (0 ქულა)
მიჰყვება ინსტრუქციათაგან მხოლოდ ზოგიერთს
       (1,5 ქულა)
მიჰყვება ინსტრუქციებს, თუმცა ზოგჯერ ზედაპირულად
     (2 ქულა)
ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია, დავალება სრულყოფილადაა შესრულებული
          (2,5  ქულა)
მასალის ორგანიზება
მასალა არ არის ორგანიზებული და მასში არ ჩანს სტრუქტურა, რაც ხელს უშლის შინაარსის აღქმას
       (0 ქულა)
მასალის ნაწილი ლოგიკური თანმიმდევრობითაა განლაგებული, თუმცა სტრუქტურა ხელს არ უწყობს შინაარსის უკეთ აღქმას
        (1,5 ქულა)
მასალა ლოგიკურადაა ორგანიზებული და ხელს უწყობს შინაარსის აღქმას
    (2 ქულა)
ნახატის სტრუქტურა კარგადაა გააზრებული, სტრუქტურის შექმნისას გამოყენებულია გრაფიკული რედაქტორის სხვადასხვა ფუნქციური შესაძლებლობები. მასალის ორეგანიზება ხელს უწყობს მის აღქმას და მთლიანად შეესაბამება შინაარსს
               (2,5 ქულა)


                                გაკვეთილის ამსახველი ფოტომასალა




















































No comments:

Post a Comment