Friday, 6 December 2013

პროგრამა  Paint-ში შესრულებული ნახატების
გამოფენა-კონკურსი

კონკურსის სახელწოდება - ,,ჩვენ გვიყვარს Paint-ი“ (V კლასი)
კონკურსის მიზანი - მოსწავლეები გაეცნონ პროგრამა Paint-ს, მის ინსტრუმენტებს. შექმნან ნებისმიერი შინაარსის ნახატი მათი ასაკის შესაბამისად.  განუვითარდეთ შემოქმედებითი უნარი ისტ-ის გამოყენებით.
სტანდარტთან შესაბამისობა - ის ტექნ. V.4,  ის ტექნ. V.6.
კონკურსის მსვლელობა - კონკურსი გაიმართა სამ პარალელ კლასს შორის. მოსწავლეებმა წინასწარ შეასრულეს სხვადასხვა შინაარსის ნახატები პროგრამა Paint-ში. ნახატების ჩვენება ხდებოდა სლაიდშოუს საშუალებით.  კონკურსის დასაწყისში ერთმა მოსწავლემ გააკეთა პრეზენტაცია, საიდანაც მსმენელს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია Paint-ის შესახებ. აღწერა მისი ფანჯარა და ინსტრუმენტები; გამოფენას უძღვებოდა მასწავლებელი. მოსწავლეთა ნახატებს აფასებდა სპეციალური ჟიური (ხუთი წევრის შემადგენლობით). შეფასება ხდებოდა 8,9,10 ქულიანი სისტემით. გამოფენა-კონკურსი გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით; გამოვლინდა ,,საუკეთესო კომპიუტერული ნახატი“ და პროგრამა Paint-ის ,,საუკეთესო პრეზენტატორი“. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით და წამახალისებელი პრიზებით. სიგელი კონკურსში მონაწილეობისათვის გადაეცა ყველა მოსწავლეს.
შედეგი - გრაფიკულ რედაქტორთან მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება, გემოვნების უნარჩვევების გამომუშავება, ფერების სწორი აღქმა, მოსწავლეთა განსაკუთრებული სიყვარული და ინტერესი პროგრამა Paint-ის მიმართ.
მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატები: 

http://www.slideshare.net/nanakoridze/paint-28968393


                                       საუკეთესო კომპიუტერული ნახატი




კონკურსის ამსახველი ფოტომასალა





No comments:

Post a Comment